პენიტენციური კოდექსი

მუხლი 72. დისციპლინური სახდელის სახეები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; დ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა ან/და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 3 თვემდე ვადით; ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღე-ღამემდე ვადით; თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ლ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ; მ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ნ) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით.

2.გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული უფლება 2 თვემდე ვადით.

3.გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ე“ და „თ“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეეზღუდოს 1 თვემდე ვადით.

4.გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“−„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები.

5.ორსული ქალის, მცირეწლოვანი ბავშვის დედის (რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი ან რომელიც ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სარგებლობს შვილთან ურთიერთობის მიზნით დასვენებისა და უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით) და 65 წელს მიღწეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

7.დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.

8.ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.

9.დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამსახურის ადგილობრივი საბჭო. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში სამარტოო საკანში მოთავსების ვადა „14 დღემდე“-ის ნაცვლად „14 დღე-ღამემდე“ განისაზღვრა.

  2. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025

    72-ე მუხლის მე-8 ნაწილში სახალხო დამცველისა და გენერალური ინსპექციის გვერდით სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიცვალა საქართველოს პროკურატურით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3414³³11²⁰75³59¹9296773439737476972772
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს პატენტრწმუ…დანაშაულის პრევენციის,…პოლიციის შესახებადვოკატთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა