ტურიზმის შესახებ

მუხლი 11. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაცია

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.(ამოღებულია - 28.05.2026, №1630).

2.(ამოღებულია - 28.05.2026, №1630).

3.(ამოღებულია - 28.05.2026, №1630).

4.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მართვის ავტომატიზებული საშუალებებით ელექტრონულად მიაწოდოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ ინფორმაცია. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1630 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 ივნ. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · იცვლება 1 ივნ. 2030-დან

1. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები არიან: ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), დაკავშირებული ტურისტული  მომსახურების მიმწოდებელი, გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებელი, ტურისტული გიდი, საფეხმავლო გამყოლი, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები, კერძოდ, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი. 2. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ მონაცემების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 3. ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სათანადო ცვლილების შესატანად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაცია შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მართვის ავტომატიზებული საშუალებებით ელექტრონულად მიაწოდოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ ინფორმაცია.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026

    მე-11 მუხლის 1–3 პუნქტები ამოღებულია: სუბიექტთა ჩამონათვალი, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება და ცვლილებების შეტყობინების ვალდებულება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67662²662¹657¹71¹221³5111¹3635511
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს მოქალაქეთა…საავტომობილო ტრანსპორტ…უცხოური გავლენის გამჭვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა