ტურიზმის შესახებ

მუხლი 36. ტურისტული გიდი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიმორის გიგაურიმია ზოიძე

1.საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის მომსახურება  ხორციელდება ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად.

2.(ამოღებულია - 28.05.2026, №1630) .

3.ტურისტული გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ტურისტული გიდის სერტიფიცირების მიმართულებით.

4.ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის საჯაროობა და მუდმივი განახლება, აგრეთვე მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაზიარება.

5.იმ ტურისტული გიდის მიერ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6.ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1630 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 ივნ. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან · იცვლება 1 ივნ. 2030-დან

1. საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის მომსახურება  ხორციელდება ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ტურისტული გიდი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. 3. ტურისტული გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ტურისტული გიდის სერტიფიცირების მიმართულებით. 4. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის საჯაროობა და მუდმივი განახლება, აგრეთვე მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაზიარება. 5. იმ ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ტურისტული გიდი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 6. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026

    36-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია გიდის რეგისტრაციის ვალდებულება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ხოლო მე-5 პუნქტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდისთვის რეგისტრაციის ნაცვლად საქმიანობის განხორციელების წესს ითვალისწინებს.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2025

    36-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ავტორიზებული სერტიფიცირების ორგანოთი ჩანაცვლდა, ხოლო მე-5 პუნქტში უცხოელი გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური მთავრობის დადგენილებას დაექვემდებარა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ხათუნა მაღლაკელიძე

ხათუნა მაღლაკელიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²662¹662²71¹66⁵ (…821³3051373411¹36
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებგადასახადების ადმინისტ…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოში შემოსული …უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა