საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 33. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებებით: ა) 2025 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვროს: ა.ა) საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესი, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი; ა.ბ) საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა, წესი და საგამოცდო საკითხები, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმა და გაცემის წესი; ა.გ) საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა; ბ) 2026 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს პირისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები, სპეციალური მოსამზადებელი კურსის პროგრამის მინიმალური სტანდარტები და განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტები.

2.საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3.ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „დებულება საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22²22¹77324731296223 (დ…3 (და…133
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს საპატენტო …საქართველოს პატენტრწმუ…პირისთვის საქართველოს …ცხოველთა და მცენარეთა …განათლების ხარისხის გა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა