საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №1 (27.10.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №0 (29.05.2024), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.
1.პატენტრწმუნებული არის საერთო სპეციალიზაციის ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი.
2.პირს უფლება აქვს, გახდეს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ:
ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ან ინჟინერიის მიმართულებით − მათემატიკის ან მშენებლობის დარგში/სპეციალობით, ან სტატისტიკის ან წარმოების სფეროში;
გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა;
დ) მას აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.
3.პირს უფლება აქვს, გახდეს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ:
ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება;
გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა;
დ) მას აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (მათ შორის, ინტელექტუალური სამართლის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.
4.პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, თუ მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
5.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპატენტო სფეროში მუშაობის გამოცდილებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მუშაობის გამოცდილების კრიტერიუმები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
6.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ მოსამზადებელ კურსად ჩაითვლება კურსი, რომლის პროგრამის მინიმალური სტანდარტები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პატენტრწმუნებული არის საერთო სპეციალიზაციის ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი.
2. პირს უფლება აქვს, გახდეს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ:
ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ან ინჟინერიის მიმართულებით − მათემატიკის ან მშენებლობის დარგში/სპეციალობით, ან სტატისტიკის ან წარმოების სფეროში;
[
ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სფეროში/მიმართულებით;
(ამოქმედდეს
2027 წლის 1 იანვრიდან
)]
გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა;
დ) მას აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.
3. პირს უფლება აქვს, გახდეს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ:
ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება;
გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა;
დ) მას აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (მათ შორის, ინტელექტუალური სამართლის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.
4. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, თუ მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპატენტო სფეროში მუშაობის გამოცდილებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მუშაობის გამოცდილების კრიტერიუმები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ მოსამზადებელ კურსად ჩაითვლება კურსი, რომლის პროგრამის მინიმალური სტანდარტები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
საქართველოს 2026 წლის 27 ოქტომბრის კანონი №1894 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
27 ოქტ. 2026 – ახლატექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.
ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს საპატენტო …პირისთვის საქართველოს …ცხოველთა და მცენარეთა …საქონლის ადგილწარმოშობ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა