საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ: ა) იგი საქართველოს მოქალაქეა; ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ან ინჟინერიის მიმართულებით − მათემატიკის ან მშენებლობის დარგში/სპეციალობით, ან სტატისტიკის, ან წარმოების სფეროში; გ) მას აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი; დ) გადახდილი აქვს საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური.

2.პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ: ა) იგი საქართველოს მოქალაქეა; ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება; გ) მას აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (მათ შორის, ინტელექტუალური სამართლის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი; დ) გადახდილი აქვს საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური.

3.ამ მუხლის მიზნებისთვის ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების მქონედ ითვლება პირი, რომელსაც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, მაგისტრის ან/და დოქტორის აკადემიური ხარისხი.

4.პირი, რომელსაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22²22¹28114853693223 (დ…1 (და…6 (და…3 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს საპატენტო …საერთო სასამართლოების …ადვოკატთა შესახებსაექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა