საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 29. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ საქართველოს პატენტრწმუნებულთა 2 საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში აფუძნებს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციას. საქართველოს პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მეორე − 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

2.საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ ამტკიცებს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წესდებას და 1 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს.

3.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნების შესახებ.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პატენტრწმუნებულმა საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციას უნდა წარუდგინოს განცხადება ასოციაციაში გაწევრების მოთხოვნის შესახებ.

5.საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ასოციაციის დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა იწვევს ასოციაციის საერთო კრებას, რომელიც ირჩევს ასოციაციის გამგეობის, ეთიკის კომისიისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს.

6.საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებამდე: ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს საქართველოს პატენტრწმუნებულები ასრულებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ წინაშე; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ უფლებამოსილია ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“ ან „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22¹22²86531753133309 (და…23 (დ…1 (და…20329
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს საპატენტო …საავტორო და მომიჯნავე …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს პატენტრწმუ…ცხოველთა და მცენარეთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა