გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 5. ქონებრივი ურთიერთობები, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 14 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დასაშვებია ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების ან/და ვალდებულებების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; ბ) სასარგებლო წიაღისეულითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, ტყითსარგებლობის ვადით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51222687759736105
მითითებამნიშვნელობით ახლოსგურიის ეროვნული პარკის…კვერეთის აღკვეთილის შე…ბუნების ძეგლების შექმნ…ტანისა და თეძმის დაცულ…რაჭის დაცული ტერიტორიე…ცივ-გომბორის დაცული ტე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა