ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 9. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 14 ნოე. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) რეგისტრაცია.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებაზე; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით ან/და გაცემული ლიცენზიით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
114122287757756109
მითითებამნიშვნელობით ახლოსტანისა და თეძმის დაცულ…რაჭის დაცული ტერიტორიე…ცივ-გომბორის დაცული ტე…კვერეთის აღკვეთილის შე…ეგრისის ეროვნული პარკი…გურიის ეროვნული პარკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა