რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 7. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) რეგისტრაცია.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებაზე; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. [მუხლი 7. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება 1. ამ კანონის მე-4−4 5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამავე კანონით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების შექმნის ან/და გაფართოების მომწესრიგებელი დებულებების ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა უფლებები) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4−მე-5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამავე კანონით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების შექმნის ან/და გაფართოების მომწესრიგებელი დებულებების ამოქმედებამდე: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის გაცემულ ლიცენზიებზე/მინიჭებულ უფლებებზე, მათი ვადის ამოწურვამდე; ბ) არსებულ, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; გ) გაცემულ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიებზე; დ) არსებულ, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, ტყითსარგებლობის ვადით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) რეგისტრაცია. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებაზე; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. [მუხლი 7. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება 1. ამ კანონის მე-4−4 5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამავე კანონით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების შექმნის ან/და გაფართოების მომწესრიგებელი დებულებების ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა უფლებები) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4−მე-5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამავე კანონით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების შექმნის ან/და გაფართოების მომწესრიგებელი დებულებების ამოქმედებამდე: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის გაცემულ ლიცენზიებზე/მინიჭებულ უფლებებზე, მათი ვადის ამოწურვამდე; ბ) არსებულ, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; გ) გაცემულ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიებზე; დ) არსებულ, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, ტყითსარგებლობის ვადით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 მარ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
712226775944⁵56²56107
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…რაჭის დაცული ტერიტორიე…ტანისა და თეძმის დაცულ…ცივ-გომბორის დაცული ტე…კვერეთის აღკვეთილის შე…ეგრისის ეროვნული პარკი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა