სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 7. პენსიის გაცემა

რედაქცია №32

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.

2.პენსიონერს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა მომდევნო თვის ბოლომდე.

3.პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4.პენსიის გაცემისას, პენსიონერის იდენტიფიცირების მიზნით სააგენტო იყენებს და ეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზასა და სააგენტოში დაცულ პენსიონერის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას და პენსიის გაცემა გრძელდება უწყვეტად, თუ იდენტურია პენსიონერის პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. პენსიის მიმღების სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების (გარდა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე) შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო ავტომატურად, პენსიის შეჩერების გარეშე, თუ არ არსებობს პენსიის შეწყვეტის საფუძველი, უზრუნველყოფს პირადი რეკვიზიტ(ებ)ის ჩასწორებას (შეცვლას) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემ(ებ)ის შესაბამისად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 19.09.2025წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1512179519 (და…32334440417
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო პენსიის შეს…სახელმწიფო პენსიის/საპ…ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…სოციალური პაკეტის განს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა