Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 51

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 51. სამსახურის უფლებამოსილებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:რისკების მართვაუსაფრთხოების კონტრაქტებისახელფასო გადასახადი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, სამსახური უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის რეგულირება, მათ შორის, გასცეს და გააუქმოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია.

2.ამ კანონის შესაბამისად სამსახური ახორციელებს საპენსიო სქემების რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას.

3.სამსახური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე ადგენს: ა) კერძო პენსიის ხელშეკრულების დამატებით პირობებსა და მოთხოვნებს; ბ) საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებს; გ) უცხო ქვეყნის საპენსიო ორგანიზაციის აღიარების და ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლების პროცედურასა და წესს; დ) საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესს; ე) საპენსიო კომპანიის საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალურ მოთხოვნებსა და წესს; ვ) საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალურ ოდენობასა და მისი დადგენის წესს; ზ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესს; თ) საპენსიო აქტივების ინვესტირების წესს; ი) საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესს; კ) საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმებს, კომპენსაციის და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესს; ლ) საპენსიო აქტივების გადატანის წესს; მ) საპენსიო კომპანიების შერწყმის წესს; ნ) საპენსიო სქემის მონაწილეთა წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას; ო) მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნებს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია იქნება ცალსახა, ადვილად აღსაქმელი და გასაგები; პ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესს მონაწილეების, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად; ჟ) პირად საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის წესებს, აგრეთვე ინფორმაციის ხანგრძლივ მატარებელზე შენახვის და მიწოდების წესებს; რ) პენსიის პროგრამული გატანის წესს/ინსტრუქციას; ს) საპენსიო კომპანიასა და მზღვეველში მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალურ მოთხოვნებს; ტ) რისკების მართვის წესებს; უ) ფულადი ჯარიმის ოდენობას და დაკისრების წესს; ფ) იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული.

4.სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და საპენსიო სქემის შემოწმება ადგილზე ან დისტანციურად, მათ შორის: ა) მოითხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საპენსიო აქტივებზე არსებული უფლებების შესახებ და მონაწილეების/ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) შეაფასოს ხარისხობრივი მახასიათებლები საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და საპენსიო სქემის მართვის სისტემასთან/სტრუქტურასთან დაკავშირებით; გ) შეაფასოს საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და საპენსიო სქემის წინაშე არსებული და შესაძლო რისკები; დ) შეაფასოს საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის შესაძლებლობები რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და მართვის კუთხით.

5.სამსახური უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარისგან მოითხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საპენსიო აქტივებზე არსებული უფლებების შესახებ და მონაწილეების/ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.სამსახური უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, დარღვევის საფუძვლისა და სიმძიმის შესახებ) მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სათანადო რეაგირების მიზნით.

7.სამსახური ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და გადაწყვიტოს ნებაყოფლობით კერძო პენსიასთან დაკავშირებული მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიები.

8.სამსახური უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს საპენსიო სქემიდან საპენსიო აქტივების გადატანის პროცესებს.

9.სამსახური ამ კანონის შესაბამისად ნიშნავს საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორს.

10.სამსახური უფლებამოსილია გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11.სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს წინასწარი განჭვრეტის და რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.

12.სამსახური ამ კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ეს თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ სხვა ფორმებს.

13.სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დარღვევისთვის დაუწესოს სანქციები, მათ შორის, დააკისროს ფულადი ჯარიმა, საპენსიო სქემების დამფუძნებლებს (გარდა აქტივების მმართველი კომპანიისა), გააუქმოს საპენსიო სქემის რეგისტრაცია. ფულადი ჯარიმის ოდენობასა და დაკისრების წესს განსაზღვრავს სამსახური.

14.სამსახურს უფლება აქვს, დაადგინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის რეგულირების დამატებითი წესები.

15.სამსახური აქვეყნებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

წინა მუხლი 50შემდეგი მუხლი 52

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კაპტიური დაზღვევა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 ივლ. 2023

  • ციტირებულია 1 მუხლი

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 58

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 48ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების და საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პირობები
  • 14საპენსიო კომპანიის ლიცენზირება
  • 52დარღვევები და სანქციები

დაზღვევის შესახებ

  • 20სამსახურის ფუნქციები
  • 19სადაზღვევო და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო
  • 21სამსახურის უფლებამოსილებანი

პენიტენციური კოდექსი

  • 10სამსახურის უფლებამოსილებები
  • 6სამსახური

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37⁵მონიტორინგის განხორციელება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 12სამსახურის უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20192152³1237⁵155848145210651
მითითებამნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაზღვევის შესახებპენიტენციური კოდექსისაქართველოს ეროვნული ბ…დაგროვებითი პენსიის შე…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026