“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

მუხლი 2

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 18 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის, მონაცემების ცენტრალიზების, ავტომატიზაციის და ერთიან სისტემაში მოყვანის მიზნით, სამინისტროში შექმნილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკი (შემდგომ – ერთიანი საინფორმაციო ბანკი). ერთიან საინფორმაციო ბანკში თავმოყრილი მონაცემები, გარდა შესაბამისი სახდელის შეფარდების მიზნებისა, მუშავდება ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის, პოლიციის პრევენციული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის, ადამიანური რესურსების მართვის, სარეგისტრაციო/სანებართვო საქმიანობის განხორციელებისა და სხვა ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად.

2.ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირება ეხმარება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამომვლენ და საქმის განმხილველ ორგანოებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და პასუხისმგებლობის ზომების კანონიერად და ეფექტურად გამოყენების საქმეში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8270244229⁷4141124¹207 (და…26582
მნიშვნელობით ახლოს“საქართველოს შინაგან ს…ადამიანით ვაჭრობის (ტრ…საქართველოს ადმინისტრა…გარემოსდაცვითი პასუხის…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა