მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 82 (დანართი 1). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგება ოქმი (დანართი №3 1 ). ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას), ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.

2.(ამოღებულია - 29.09.2017, №351).

3.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; დ) ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისთვის; ე) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ვ) დამსწრეთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმისათვის შესაძლო მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები. ი) განმარტება სამართალდამრღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობის შესახებ.

4.ოქმს ხელს აწერენ: ოქმის შემდგენელი პირი (გარდა ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმისა), სამართალდამრღვევი, აგრეთვე დამსწრე, მისი არსებობის შემთხვევაში. ელექტრონული ფორმით შედგენილ ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა შესაძლებელია განხორციელდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით, რომელიც არის მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე. ელექტრონული ფორმით ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად, რომელიც ამოიბეჭდება და თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გარდა ამ წესის 81-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან სასამართლოს ამავე წესის 81-ე მუხლის 5 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან მე-6 პუნქტის გათვალისწინებით. ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმი ელექტრონულად ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს. დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და გაგზავნა სამართალდამრღვევი პირისათვის. ამასთან, დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და ჩაბარება სამართალდამრღვევი პირისათვის, თუ იგი ესწრება მის შედგენას.

5.თუ სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას და უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153 ​ 7 და 153 ​ 8 , 153 ​ 10 – 153 12 მუხლებით, 155 ​ 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 ​ 5 მუხლით, 155 ​ 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171 ​ 5 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით, 176 ​ 4 , 176 ​ 5 და 191 1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე და აღნიშნული დაფიქსირებულია ტექნიკური საშუალებით (ფოტო ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით), ოქმი ჩაბარებულად ითვლება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 ​ 2 მუხლის მე-2 ნაწილით და 177 ​ 14 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით/საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 ​ 2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შესაძლებელია დაფიქსირდეს ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით). ამასთან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ოქმი ჩაბარებულად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (https://rama.moh.gov.ge/) გამოქვეყნების დღის 24:00 საათიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევმა უარი განაცხადა თუ არა ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე.

6.სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება, შენიშვნა ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.

7.(ამოღებულია - 29.09.2017, №351).

8.წერილობითი ოქმი დგება 3 (სამ) ეგზემპლარად, რომელთაგან: ა) ერთი – თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გარდა ამ წესის 81-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან სასამართლოს ამავე მუხლის 5 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან მე-6 პუნქტის გათვალისწინებით; ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ. ხოლო, როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას – ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის – გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (თუ სამართალდამრღვევი გადასახადის გადამხდელია) და ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. თუ ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ოქმი განმეორებით იგზავნება მისი შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე. გზავნილის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ოქმი საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს. ამასთან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ოქმი ჩაბარებულად ითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.

9.წერილობითი ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად.

10.(ამოღებულია - 29.09.2017, №351).

11.(ამოღებულია - 29.09.2017, №351).

12.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი საგადასახადო/საბაჟო ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).

13.საგადასახადო/საბაჟო ორგანო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №253 - ვებგვერდი, 25.08.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N54 - ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №250 - ვებგვერდი, 10.10.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №321 - ვებგვერდი, 19.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №351 - ვებგვერდი, 02.10.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 2 მარტის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 05.03.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 30.04.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №209 - ვებგვერდი, 01.06.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 ივნისის ბრძანება №244 - ვებგვერდი, 22.06.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №423 - ვებგვერდი, 12.11.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 20.09.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 28 მარტის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 29.03.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №338 - ვებგვერდი, 30.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 16 მარტის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 17.03.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13240239242570 (დ…675 (და…7 (და…7¹ (დ…43²3082 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…ფულის გათეთრებისა და ტ…მეზღვაურთა შრომის შესა…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა