1.დამტკიცდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა, წესი და საგამოცდო პროგრამა, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმა და გაცემის წესი“ თანდართული ფორმით.
2.დამტკიცდეს საგამოცდო პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
3.დამტკიცდეს საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.

