საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 6 (დანართი 1). საკვალიფიკაციო გამოცდის ეტაპები, ხანგრძლივობა და შედეგების გამოცხადება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკვალიფიკაციო გამოცდა როგორც საერთო, ისე სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით, ტარდება წერილობითი ფორმით ორ ეტაპად საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შექმნილი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ფიზიკურ ფორმატში.

2.საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის მიზანია პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნის შემოწმება/შეფასება. ხოლო, საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპის მიზანია პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმება/შეფასება.

3.საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვების წინაპირობაა პირველი ეტაპისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრის გადალახვა.

4.საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, ასევე აუდიო ან სხვა ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მათ შორის, მობილური ტელეფონების) გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0.

5.საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპზე გამოსაცდელს შეუძლია გამოიყენოს ნორმატიული აქტები, რომელზე წვდომაც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მეშვეობით. გამოსაცდელს ეკრძალება კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, ასევე აუდიო ან სხვა ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მათ შორის, მობილური ტელეფონების) გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალების ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0.

6.საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპისთვის გამოსაცდელს ეძლევა 2 საათი, ხოლო მეორე ეტაპისთვის – 3 საათი. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ 2-ჯერ – საგამოცდო დროის დამთავრებამდე 30 და 15 წუთით ადრე.

7.საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება გამოსაცდელის მიერ გამოცდის ორივე ეტაპისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრის გადალახვის შემთხვევაში.

8.საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები გამოსაცდელ პირებს ეცნობება ინდივიდუალურად, საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ამასთან, საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდება საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1152533 (და…9639103221 (დ…7 (და…8 (და…2 (და…6 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…სახელმწიფო შესყიდვების…ადვოკატთა შესახებსაერთო სასამართლოების …ეროვნული საკვალიფიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა