საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს საგამოცდო კომისია. ხოლო შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, საგამოცდო კომისია საბოლოო შედეგებს ამტკიცებს საჩივრების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები საკვალიფიკაციო გამოცდის დასრულებისთანავე ინდივიდუალურად ეცნობება თითოეულ მონაწილეს საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გამოცდის შესახებ სტატისტიკური მონაცემები საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. თავი V საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
მუხლი 15. საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები
რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 თებ. 2025
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიგჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
