საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 11. საგამოცდო კომისია

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქპატენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს მის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს. იმავე ბრძანებით განისაზღვრება საგამოცდო კომისიის სამდივნოს შემადგენლობა და უფლებამოსილებები.

2.საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე.

3.საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) საქპატენტის თანამშრომლები; ბ) საქპატენტის მიერ მოწვეული ექსპერტი (ექსპერტები) − საჭიროების შემთხვევაში; გ) ასოციაციის წარმომადგენელი (პატენტრწმუნებული).

4.საგამოცდო კომისიის უფლებამოსილებებია: ა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება; ბ) საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების სისტემის შემუშავება, გამოცდის შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადასინჯვა; გ) საგამოცდო კომისიის თავმჯდომარისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრების განმხილველი კომისიის წევრობის კანდიდატების დასამტკიცებლად წარდგენა; დ) საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5.საგამოცდო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხმა. თავი IV რეესტრი და განგრძობადი პროფესიული განათლება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86515⁹52733 (დ…2 (და…341099 (და…11 (დ…13 (დ…11
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…საჯარო სამსახურში კონკ…სახელმწიფოს მიერ დაფინ…საავტორო და მომიჯნავე …საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა