Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებმუხლი 9

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 9. საკვალიფიკაციო გამოცდის ძირითადი პრინციპები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 29 მაი. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია იმის დადასტურება, რომ პირს აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობის განსახორციელებლად საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

2.საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ, საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

3.საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო სპეციალიზაციით ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით.

4.საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქპატენტის თავმჯდომარე.

5.საქპატენტი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ვადას აცხადებს საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვისა.

6.პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს.

7.პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს.

8.საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 250 ლარი, რომელიც გადაიხდება გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციისას, საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სარეგისტრაციო განაცხადს უნდა დაერთოს.

9.საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს − სერტიფიკატს, რომლის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

10.თუ პირი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში არ დარეგისტრირდება რეესტრში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი ძალას კარგავს. ამ ვადის გასვლის შემდეგ პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირი ვალდებულია ხელახლა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.

11.საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრებს განიხილავს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია იმავე ბრძანებით დადგენილი წესით.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-05-29

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 10საკვალიფიკაციო გამოცდა
  • 32საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება გარდამავალ პერიოდში
  • 29საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2საკვალიფიკაციო გამოცდა
  • 6საკვალიფიკაციო გამოცდის ეტაპები, ხანგრძლივობა და შედეგების გამოცხადება
  • 4საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნა და გამოცდაზე რეგისტრაცია

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 9საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასებისა და პრეტენდენტთა განსაზღვრის წესი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 53მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
  • 52საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია

ადვოკატთა შესახებ

  • 11ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 28სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა

ნოტარიატის შესახებ

  • 12ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2811535212961032292649
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…სახელმწიფო შესყიდვების…საერთო სასამართლოების …ადვოკატთა შესახებსაექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 მაი. 2024