სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9. საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასებისა და პრეტენდენტთა განსაზღვრის წესი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2002 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად იურიდიული და ფიზიკური პირების საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდნენ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასების საფუძველზე ტარდება საკვალიფიკაციო შერჩევა, რომლის განხორციელების ზოგადი წესი განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით.

2.შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ვადებში უნდა წარუდგინონ სატენდერო კომისიას განცხადებაში მითითებული საკვალიფიკაციო მონაცემების პაკეტი. საკვალიფიკაციო მონაცემების მიღება უნდა დასრულდეს საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დაწყებიდან არა უმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

3.სატენდერო კომისიის აპარატი ახორციელებს შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების პაკეტების რეგისტრაციას. რეგისტრაციისას ფიქსირდება მათი შემოსვლის თარიღი და დრო.

4.დაგვიანებით შემოსულ საკვალიფიკაციო მონაცემებს სატენდერო კომისია არ განიხილავს და უბრუნებს წარმომდგენ პირებს. სატენდერო კომისიის აპარატი აფიქსირებს დაგვიანებული საკვალიფიკაციო მონაცემების შემოსვლის თარიღსა და დროს და ასახავს ამ ინფორმაციას შესაბამის სარეგისტრაციო დოკუმენტში.

5.საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასებას სატენდერო კომისია ახდენს საკვალიფიკაციო მონაცემების წარმომდგენი ფიზიკური და იურიდიული პირების მონაცემების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით.

6.საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასება (საკვალიფიკაციო შერჩევა) უნდა დასრულდეს საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

7.საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგად სატენდერო კომისია ამტკიცებს პრეტენდენტთა სიას და არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა აცნობებს თავის გადაწყვეტილებას საკვალიფიკაციო მონაცემების წარმომდგენ ყველა პირს.

8.პრეტენდენტებად არ დაიშვებიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები: ა) არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან ყალბი აღმოჩნდება; ბ) არაზუსტი არ არასრული აღმოჩნდება, ან ამ მონაცემებში მექანიკური შეცდომაა დაშვებული და მათი წარმომდგენი პირი უარს აცხადებს დაშვებული შეცდომის (უზუსტობის) გასწორებაზე ან მონაცემების საჭირო ინფორმაციით შევსებაზე ან/და არ შეუძლია მისი გასწორება.

9.სატენდერო კომისიას უფლება აქვს მოთხოვს შესყიდვაში მონაწილე პირებს საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურება ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 თებ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 18 მაი. 2005

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
159⁶101111102682719579104 (და…6 (და…18 (დ…9
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა