საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 125. საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცებ ა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენასთან ერთად.

2.საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხი განსახილველად გადაეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ შესაბამის კომიტეტებს, რომლებიც ამ საკითხს განიხილავენ და ამზადებენ დასკვნებს.

3.წამყვანი კომიტეტის მოტივირებული დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვამდე და კენჭისყრამდე წარედგინება პარლამენტის ბიუროს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. საკითხის საპარლამენტო განხილვის შემდეგ პარლამენტი საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობას დადგენილებით ამტკიცებს. აღნიშნული დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4.თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობას, დადგენილებით შეიძლება შეიქმნას შემთანხმებელი კომისია, რომელიც 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა, წარადგენს გადაწყვეტილების საბოლოო ვარიანტს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი. თავი XIV. პარლამენტის დადგენილება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენასთან ერთად. 2. საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხი განსახილველად გადაეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ შესაბამის კომიტეტებს, რომლებიც ამ საკითხს განიხილავენ და ამზადებენ დასკვნებს. 3. წამყვანი კომიტეტის მოტივირებული დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვამდე და კენჭისყრამდე წარედგინება პარლამენტის ბიუროს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. საკითხის საპარლამენტო განხილვის შემდეგ პარლამენტი საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობას დადგენილებით ამტკიცებს. აღნიშნული დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 4. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობას, დადგენილებით შეიძლება შეიქმნას შემთანხმებელი კომისია, რომელიც 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა, წარადგენს გადაწყვეტილების საბოლოო ვარიანტს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი. თავი XIV. პარლამენტის დადგენილება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აგვ. 2025 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 27 ივნ. 2025 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

  3. … – 27 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
70726639412 (და…72151013127145125
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…სამხედრო და ორმაგი დან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა