თავდაცვის კოდექსი

მუხლი 10. თავდაცვის ძალები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები.

2.თავდაცვის ძალები არის ეროვნული თავდაცვის სისტემის პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ სამხედრო და სხვა ღონისძიებებს.

3.საქართველოს პრეზიდენტი არის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

4.თავდაცვის ძალები, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოქმედებენ მინისტრის ბრძანების საფუძველზე. მის აღსასრულებლად თავდაცვის ძალებს მართავს თავდაცვის ძალების მეთაური.

5.საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალები მოქმედებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე. მის აღსასრულებლად თავდაცვის ძალებს მართავს თავდაცვის ძალების მეთაური.

6.თავდაცვის ძალების შექმნასა და აღმშენებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წესდება ღირსშესანიშნავი დღეები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები. 2. თავდაცვის ძალები არის ეროვნული თავდაცვის სისტემის პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ სამხედრო და სხვა ღონისძიებებს. 3. საქართველოს პრეზიდენტი არის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 4. თავდაცვის ძალები, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოქმედებენ მინისტრის ბრძანების საფუძველზე. მის აღსასრულებლად თავდაცვის ძალებს მართავს თავდაცვის ძალების მეთაური. 5. საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალები მოქმედებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე. მის აღსასრულებლად თავდაცვის ძალებს მართავს თავდაცვის ძალების მეთაური. 6. თავდაცვის ძალების შექმნასა და აღმშენებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წესდება ღირსშესანიშნავი დღეები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7²327072498¹267213916310
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მთავრობის …უმაღლესი განათლების შე…საქართველოს კონსტიტუცი…დიპლომატიური სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა