Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 13

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 13. თავდაცვის ძალების მეთაური

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.თავდაცვის ძალების სამხედრო მართვას ახორციელებს და მართვისთვის პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების მეთაური.

2.თავდაცვის ძალების მეთაური ანგარიშვალდებულია მინისტრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

3.თავდაცვის ძალების მეთაურს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

4.თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურას და თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინიციატივას საქართველოს მთავრობას წარუდგენს მინისტრი.

5.თავდაცვის ძალების მეთაური არის ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრი.

6.თავდაცვის ძალების მეთაური: ა) მართავს თავდაცვის ძალებს, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის ბრძანებების აღსასრულებლად; ბ) პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის, მათი განვითარებისა და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის; გ) საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრავს გაერთიანებული ძალების (ერთზე მეტი უწყების კუთვნილი ძალებისგან შემდგარი რამდენიმე ოპერატიული დაჯგუფება, რომლებიც გაერთიანებული ძალების მეთაურობას ექვემდებარებიან) შემადგენლობას, სტრუქტურას, ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის წესს; დ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) თავდაცვის ძალების მართვის უზრუნველსაყოფად ორგანიზებას უწევს თავდაცვის ძალების დოქტრინების, სამხედრო წესდებებისა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას; ვ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №801 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვას ახორციელებს და მართვისთვის პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების მეთაური. 2. თავდაცვის ძალების მეთაური ანგარიშვალდებულია მინისტრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 3. თავდაცვის ძალების მეთაურს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურას და თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინიციატივას საქართველოს მთავრობას წარუდგენს მინისტრი. 5. თავდაცვის ძალების მეთაური არის ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრი. 6. თავდაცვის ძალების მეთაური: ა) მართავს თავდაცვის ძალებს, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის ბრძანებების აღსასრულებლად; ბ) პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის, მათი განვითარებისა და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის; გ) საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრავს გაერთიანებული ძალების (ერთზე მეტი უწყების კუთვნილი ძალებისგან შემდგარი რამდენიმე ოპერატიული დაჯგუფება, რომლებიც გაერთიანებული ძალების მეთაურობას ექვემდებარებიან) შემადგენლობას, სტრუქტურას, ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის წესს; დ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) თავდაცვის ძალების მართვის უზრუნველსაყოფად ორგანიზებას უწევს თავდაცვის ძალების დოქტრინების, სამხედრო წესდებებისა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას; ვ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №801 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025

    მე-13 მუხლის მე-5 ნაწილში თავდაცვის ძალების მეთაურის წევრობა დარჩა მხოლოდ ეროვნული თავდაცვის საბჭოში; ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №12

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 160

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 10თავდაცვის ძალები
  • 9სამინისტრო
  • 163ეროვნული თავდაცვის საბჭო

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 7²
  • 8
  • 20

საქართველოს კონსტიტუცია

  • 70თავდაცვის ძალები
  • 73ეროვნული თავდაცვის საბჭო
  • 55საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 13სამსახურის ხელმძღვანელობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 7სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კომპეტენცია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7²820707355713616010916313
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს მთავრობის …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ფინანსთა ს…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026