Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 39

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 39. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები. კომიტეტების დასკვნები ეგზავნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

2.საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით სამინისტროებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების და მათი დაფინანსების თაობაზე ინფორმაციას წარადგენს შესაბამისი მინისტრი ან მისი მოადგილე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად.

3.საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს პარლამენტი არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა უგზავნის საქართველოს მთავრობას. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა.

4.საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 5 ნოემბრისა ხელმეორედ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება პლენარულ სხდომაზე.

5.პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.

6.საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ სტენოგრამასთან ერთად არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას.

7.საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს და მის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 30 ნოემბრისა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

8.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.

9.საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

10.საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.

11.თუ საქართველოს პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა.

12.სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ხარჯები იფარება წინა წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად.

13.დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ინფორმაციის სახით წარდგენას.

14.წლიური საბიუჯეტო კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5526 - ვებგვერდი, 21.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1599 - ვებგვერდი, 03.12 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3381 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3880 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 1 ივლისის კანონი №6701 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები. კომიტეტების დასკვნები ეგზავნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. 2. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით სამინისტროებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების და მათი დაფინანსების თაობაზე ინფორმაციას წარადგენს შესაბამისი მინისტრი ან მისი მოადგილე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად. 3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს პარლამენტი არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა უგზავნის საქართველოს მთავრობას. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. 4. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 5 ნოემბრისა ხელმეორედ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება პლენარულ სხდომაზე. 5. პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს. 6. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ სტენოგრამასთან ერთად არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას. 7. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს და მის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 30 ნოემბრისა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 8. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით. 9. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 10. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი. 11. თუ საქართველოს პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა. 12. სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ხარჯები იფარება წინა წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად. 13. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ინფორმაციის სახით წარდგენას. 14. წლიური საბიუჯეტო კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5526 - ვებგვერდი, 21.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1599 - ვებგვერდი, 03.12 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3381 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3880 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 1 ივლისის კანონი №6701 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №69

  • ციტირებულია 10 მუხლი
  • 13 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13მუხლი 38

მიუთითებენ მასზე

სოციალური დახმარებ… 12²სახელმწიფო კომპენს… 5სახელმწიფო კომპენს… 7ადგილობრივი თვითმმ… 22სახელმწიფო პენსიის… 7მუხლი 34მუხლი 47საჯარო დაწესებულებ… 34საჯარო დაწესებულებ… 34¹საჯარო დაწესებულებ… 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 38სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა
  • 37სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება
  • 55სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 136სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის დაწყება
  • 138სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა და კანონის მიღება
  • 142სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 42კონსულტაციები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 135რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
  • 120რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 104რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 26საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და  რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12²5722738133447373434¹713613839
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …სოციალური დახმარების შ…სახელმწიფო კომპენსაციი…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო პენსიის შეს…საჯარო დაწესებულებაში …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №69 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026