საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 132. პარლამენტის მონაწილეობა საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისას

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებული არიან ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც რატიფიცირებას არ საჭიროებს, მისი დადებიდან 1 თვის ვადაში აცნობონ პარლამენტს და გადასცენ მას ეს საერთაშორისო ხელშეკრულება. ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

2.პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

3.საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე პარლამენტის რეკომენდაციები უნდა შეიცავდეს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის დასაბუთებას. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ. თავი XVI. პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
54736283881517130131218132
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საერთაშორი…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…სახელმწიფო ვალის შესახ…მობილიზაციის შესახებსაქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა