სახელმწიფო ვალის შესახებ

მუხლი 2. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება სახელმწიფო კრედიტებზე ხელშეკრულებების დადებასა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პარლამენტი ახორციელებს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოთა ორგანოებთან და სხვა სუბიექტებთან სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებათა რატიფიცირებას, გარდა ამ მუხლის 4 1 და 4 3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს განსაკუთრებული უფლება, საქართველოს მთავრობის თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით: ა) დადოს ხელშეკრულებები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით ფულადი სახსრების ვალად აღების შესახებ; ბ) საქართველოსა და სხვა ქვეყნების საფინანსო ორგანიზაციებს მისცეს კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით, რომელიც გამოეყოფათ საქართველოს ეკონომიკურ აგენტებს საკუთრების ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის მიუხედავად.

2¹.სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადება საქართველოს მთავრობას წარედგინება „ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2².სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით სხვა ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საქართველოს მთავრობის თანხმობა სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებაზე ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემაზე გაიცემა განკარგულების სახით.

2³.საქართველოს მთავრობისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებას უნდა ერთვოდეს: ა) ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით დასადები სხვა ხელშეკრულებების უცხოურენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დასკვნები ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის შესახებ.

2⁴.ამ მუხლის 2 1 და 2 2 პუნქტებით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგენს საქართველოს მთავრობა, გარდა ამავე მუხლის 4 1 და 4 3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რატიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას უნდა ერთოდეს ამ მუხლის 2 3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

3.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს საგარეო ვალების მომსახურებას, იღებს გადაწყვეტილებებს საგარეო სესხების მოზიდვის შესახებ, აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოელ კრედიტორებთან, ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტებს სესხის აღების შესახებ, აღრიცხავს და იყენებს ნასესხებ თანხებს.

4.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების გარეშე ვალის აღებაზე ან გარანტიაზე დადებული შეთანხმება არ არის სახელმწიფო ვალი ან კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტია, გარდა ამ მუხლის 4 1 და 4 3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4¹.საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები , უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ნორმებს . სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი წლის წლიური საბიუჯეტო კანონით.

4².(ამოღებულია – 08.04.2011, №4509).

4³.საქართველოს მთავრობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოსათხოვი საფინანსო რესურსის მოცულობასთან დაკავშირებით . საქართველოს მთავრობა მიმართავს საქართველოს პარლამენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოთხოვილი საფინანსო რესურსის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის თაობაზე . საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე თავის თანხმობას გამოხატავს დადგენილებით .

4⁴.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოითხოვს თანხებს დამტკიცებული საფინანსო რესურსის ფარგლებში .

5.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახდენს სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების (შეთანხმებების) იურიდიულ დასაბუთებას (ექსპერტიზას). საქართველოს 1998  წლის 12 ივნისი ს კანონი №1429 - პარლამენტის უწყებანი №23-24, 30.06.1998 წ., გვ. 26 საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის კანონი №601 - სსმ I, №37, 1 6.12.2004 წ., მუხ.176 საქართველოს 2005  წლის 9 ნოემბრის კანონი №2018 - სსმ I, №48, 29.11.2005 წ., მუხ.315 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1673 - სსმ I, №27, 24.09.2009 წ., მუხ.155 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4509-ვებგვერდი, 08.04.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5436 - ვებგვერდი, 11.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3573 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 31 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველ პუნქტში ამოღებულია კონსტიტუციაზე მითითება და რატიფიკაციის სფერო გაფართოვდა „სხვა სუბიექტებით“, ხოლო ახალი 2¹ პუნქტი განასხვავებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების წინადადების წარდგენას და სხვა ხელშეკრულებისას პრეზიდენტის თანხმობისთვის მთავრობის მიმართვას.

  2. მე-3 პუნქტში საგარეო ვალებთან დაკავშირებული ყველა ჩამოთვლილი უფლებამოსილება ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს გადაეცა; მუხლის ბოლოს დაემატა ცვლილების წყაროს მითითება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
472947839151714232151321302
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საერთაშორი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა