Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 38

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 38

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹3456

1.საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას ან საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების შეტანისა – საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.

2.კონსტიტუციური წარდგინება შეიტანება იმ საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ, რომელიც ექვემდებარება რატიფიცირებას. კონსტიტუციური წარდგინების შეტანა შეიძლება საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებამდე.

2¹.კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შეიძლება: ა) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა დენონსირებაზე ან გაუქმებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ უარის თქმიდან 30 დღის ვადაში; ბ) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა დენონსირების ან გაუქმების საკითხის საქართველოს პარლამენტის წინაშე დასმიდან არაუადრეს 31-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, თუ საქართველოს პარლამენტმა 30 დღეში არ გადაწყვიტა საკითხი; გ) თუ საერთაშორისო ხელშეკრულება არ ექვემდებარება რატიფიცირებას.

3.ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანა, რომელიც რატიფიცირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე, შეიძლება მისი რატიფიცირების შემდეგაც.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს პარლამენტში ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების დენონსირების საკითხის განხილვა აჩერებს ამ ვადას.

5.(ამოღებულია).

6.ამ მუხლის 2 1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საერთაშორისო ხელშეკრულების დამდები ორგანო/თანამდებობის პირი ან მისი უფლებამონაცვლე. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171 საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 14 მაი. 2025
  2. 10 აგვ. 2018
  3. 16 დეკ. 2004
წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-10-16 · №38

3
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-05-14
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 43მუხლი 31მუხლი 31²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 34—
  • 40—
  • 37—

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 222კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება
  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 139საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 21საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან
  • 15საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში წარდგენა
  • 9წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე

საქართველოს კონსტიტუცია

  • 47საერთაშორისო ხელშეკრულებები
  • 77კონსტიტუციის გადასინჯვის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 74საკანონმდებლო წინადადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4777433131²344037211597413922218238
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საერთაშორი…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025