Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 130

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 130. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის განხილვის წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718192021

1.პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების შესახებ მიმართავს საქართველოს მთავრობა.

2.რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას უნდა ერთოდეს მისი ოფიციალური ტექსტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი და დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს: ა) მისი რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების მიზანშეწონილობის დასაბუთებას; ბ) მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრას; გ) მისი შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური და სხვა შედეგების შეფასებას.

3.პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან ერთად წინასწარ განიხილავს რატიფიცირებისთვის ან დენონსირებისთვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

4.საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის მოსამზადებლად და მას დასკვნისთვის უგზავნის თანდართულ მასალებს.

5.პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის მომზადებაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ აგრეთვე სხვა კომიტეტებმა.

6.საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის მომზადებას წამყვან კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თუ იგი არ არის წამყვანი კომიტეტი.

7.წამყვანმა კომიტეტმა ან/და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შეიძლება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისგან გამოითხოვოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, წინასწარ თანხმდება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან.

8.საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ახდენს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ან სხვა სახელმწიფოთა ორგანოებთან სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისთვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებათა რატიფიცირებას.

9.წამყვანმა კომიტეტმა ან/და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია უნდა წარუდგინოს პარლამენტს.

10.კომიტეტი საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ შესაბამის საკითხს განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირის აუცილებელი მონაწილეობით. ამ პირის არმონაწილეობა საკითხის განხილვას ხელს ვერ შეუშლის, თუ კომიტეტი საკითხის მისი მონაწილეობით განხილვას აუცილებლად არ მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში საკითხის განხილვა კომიტეტის მომდევნო სხდომამდე გადაიდება.

11.საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება მუხლობრივად არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება ხორციელდება დათქმით.

12.წამყვანი კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციას საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან რატიფიცირების უარყოფის შესახებ, წინადადებას მისი რატიფიცირების, დენონსირების, გაუქმების ან დათქმის აუცილებლობის თაობაზე, აგრეთვე მასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მისაღებ რეკომენდაციებს.

13.თუ წამყვანი კომიტეტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება აუცილებლად დათქმით უნდა მოხდეს, იგი საქართველოს მთავრობას უნდა შეუთანხმდეს. თუ საქართველოს მთავრობა თანხმობას განაცხადებს, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება მოხდება შესაბამისი დათქმით, ხოლო თუ იგი წინააღმდეგი იქნება, საკითხს ისევ განიხილავს წამყვანი კომიტეტი უახლოეს სხდომაზე. თუ წამყვანი კომიტეტი დათქმას კვლავ აუცილებლად მიიჩნევს, საკითხი განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დათქმით.

14.საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის საპარლამენტო განხილვას უნდა ესწრებოდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები და სხვა შესაბამისი თანამდებობის პირები.

15.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებასთან, დენონსირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგება საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი. თანამომხსენებლებად შეიძლება გამოვიდნენ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები.

16.რატიფიცირებისთვის, დენონსირებისთვის ან გაუქმებისთვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, გარდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას.

17.იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას ან გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას, პარლამენტი ახდენს სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის უმრავლესობით.

18.თუ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, ითვლება, რომ საკითხმა ვერ გაიარა შესაბამისი პროცედურა, და იგი ხელახლა განსახილველად წამყვან კომიტეტს უბრუნდება. წამყვანი კომიტეტი საერთაშორისო ხელშეკრულების პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ხელახლა წარდგენის საკითხს წყვეტს 1 თვის ვადაში.

19.პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის განხილვის გადადების შესახებ. თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხის განხილვის გადადების შესახებ, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, დასაბუთებული და მიღებული უნდა იქნეს დადგენილებით.

20.თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია კონსტიტუციური სარჩელი სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის შესახებ, მისი რატიფიცირების საკითხის განხილვა გადაიდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

21.იმ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით არის დადებული და ხელმოწერილი, აგრეთვე ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც რატიფიცირებას არ საჭიროებს და რომელსაც საქართველო საქართველოს მთავრობის სახელით შეუერთდა, პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით აუქმებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, გარდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლის შესახებ ასეთ საერთაშორისო ხელშეკრულებას პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით აუქმებს სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის უმრავლესობით.

წინა მუხლი 129შემდეგი მუხლი 131

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტერპოლის გავრცელების ამოშლა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 131

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 132პარლამენტის მონაწილეობა საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისას
  • 131საერთაშორისო ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების საკითხის განხილვა
  • 98პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 47საერთაშორისო ხელშეკრულებები

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 17საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება
  • 16რატიფიცირებისათვის წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების წინასწარ განხილვა
  • 15საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში წარდგენა

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 2საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება სახელმწიფო კრედიტებზე ხელშეკრულებების დადებასა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით
  • 8სახელმწიფო საგარეო კრედიტებთან დაკავშირებით საკრედიტო ხელშეკრულებებისა და საგარანტიო ხელშეკრულებების განხილვა
  • 29გადაწყვეტილება ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად ხელშეკრულებებით მიღებული სახელმწიფო საგარეო ვალების აქცეპტირებაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 38—

მობილიზაციის შესახებ

  • 5საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
54728293817161513113298130
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საერთაშორი…სახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საკონსტიტუ…მობილიზაციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026