Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 147

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 147. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი), პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მისი მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.

2.პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის მოთხოვნისთანავე მისი მოსმენის ფარგლებში გენერალური აუდიტორი კომიტეტს წარუდგენს აგრეთვე: ა) ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ბ) მოსაზრებებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, ფრაქციას აღნიშნული პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს კომიტეტში წევრი.

4.საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას ფრაქციის მიმართვიდან ან კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლის შემდეგ გამართულ პირველსავე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხებზე, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი.

7.კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

8.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს ფრაქციებს/უფრაქციო პარლამენტის წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

9.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით დასწრებიდან 2 თვის ვადაში დაესწროს კომიტეტის სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით.

10.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით პარლამენტის კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ პუნქტით კომიტეტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 15 დღეში შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

11.ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვა კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნები, აგრეთვე მოწვეული პირის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის აუდიოჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 24 ივნისის რეგლამენტი №712 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის რეგლამენტი №1320 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი), პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მისი მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა. 2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის მოთხოვნისთანავე მისი მოსმენის ფარგლებში გენერალური აუდიტორი კომიტეტს წარუდგენს აგრეთვე: ა) ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ბ) მოსაზრებებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, ფრაქციას აღნიშნული პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს კომიტეტში წევრი. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას ფრაქციის მიმართვიდან ან კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლის შემდეგ გამართულ პირველსავე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში. 6. ამ მუხლის  მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხებზე, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი. 7. კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს ფრაქციებს/უფრაქციო პარლამენტის წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით დასწრებიდან 2 თვის ვადაში დაესწროს კომიტეტის სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით. 10. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით პარლამენტის კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ პუნქტით კომიტეტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 15 დღეში შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. 11. ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვა კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნები, აგრეთვე მოწვეული პირის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის აუდიოჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 24 ივნისის რეგლამენტი №712 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის რეგლამენტი №1320 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  2. 25 ივნ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 146შემდეგი მუხლი 148

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2025
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 44კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
  • 153საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
  • 11პარლამენტის წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 41კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 32კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 74

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 9სამსახურის უფროსის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 22კომისიის საქმიანობის ორგანიზება

პროკურატურის შესახებ

  • 68საპარლამენტო კონტროლი

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 22

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 13კომისიის ანგარიში

მაუწყებლობის შესახებ

  • 7კომისიის სხდომა. ინფორმაციის კონფიდენციალობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13722329684122744415311147
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სახელმწიფო…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026