ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 22. კომისიის საქმიანობის ორგანიზება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისიის სხდომები ტარდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2.კომისიის სხდომები საჯაროა. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით გამართოს დახურული სხდომა.

2¹.კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ისე, რომ დაინტერესებული პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით მონაწილეობის შესაძლებლობა.

3.კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრი და უძღვება თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

4.კომისია ვალდებულია ყოველი გადაწყვეტილების ან დადგენილების მიღებამდე აღნიშნულის თაობაზე აცნობოს დაინტერესებულ მხარეებს და მისცეს მათ კომისიის შესაბამის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. კომისიამ დაინტერესებულ მხარეებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად გამოხატონ სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები.

5.კომისიის ყველა პროცედურული ჩანაწერი, სხდომის ოქმი, ოფიციალური დოკუმენტი, სამუშაო მასალა და სხვა დაკავშირებული დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესი, კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.კომისიამ უნდა მიიღოს და გამოაქვეყნოს ეთიკის კოდექსი, რომლითაც განისაზღვრება კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკასა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სტანდარტები. ეთიკის კოდექსი უნდა შეესაბამებოდეს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონს, ამ კანონს და უნდა ასახავდეს გავრცელებულ საერთაშორისო პრაქტიკას.

7.თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებას.

8.კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ რეგულირებული საწარმოს იმ პერსონალსა და დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად.

9.კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გადასინჯოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომისიის სხდომები ტარდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. კომისიის სხდომები საჯაროა. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით გამართოს დახურული სხდომა. 2 1 . კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ისე, რომ დაინტერესებული პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით მონაწილეობის შესაძლებლობა. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრი და უძღვება თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 4. კომისია ვალდებულია ყოველი გადაწყვეტილების ან დადგენილების მიღებამდე აღნიშნულის თაობაზე აცნობოს დაინტერესებულ მხარეებს და მისცეს მათ კომისიის შესაბამის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. კომისიამ დაინტერესებულ მხარეებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად გამოხატონ სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები. 5. კომისიის ყველა პროცედურული ჩანაწერი, სხდომის ოქმი, ოფიციალური დოკუმენტი, სამუშაო მასალა და სხვა დაკავშირებული დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესი, კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. კომისიამ უნდა მიიღოს და გამოაქვეყნოს ეთიკის კოდექსი, რომლითაც განისაზღვრება კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკასა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სტანდარტები. ეთიკის კოდექსი უნდა შეესაბამებოდეს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონს, ამ კანონს და უნდა ასახავდეს გავრცელებულ საერთაშორისო პრაქტიკას. 7. თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებას. 8. კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ რეგულირებული საწარმოს იმ პერსონალსა და დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად. 9. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გადასინჯოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 22-ე მუხლს დაემატა 2¹ პუნქტი კომისიის სხდომის დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციით ჩატარების უფლებამოსილების შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13788718 (დ…3 (და…232421413522
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებსახელმწიფოს მიერ დაფინ…საქართველოს საარჩევნო …ენერგეტიკისა და წყალმო…საჯარო სამსახურში კონკ…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა