საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 221. რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხის დასმა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი უფლებამოსილია სათანადო დასაბუთების საფუძველზე, ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ხელმოწერებით დადასტურებული წერილობითი ფორმით პარლამენტში დასვას საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი.

2.რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი დასმიდან არაუგვიანეს 20 დღისა. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ მიმართვას, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

3.თუ პარლამენტმა ვერ გადაწყვიტა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი, იგი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ამ საკითხზე კენჭისყრა აღარ ტარდება.

4.პარლამენტი უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოითხოვოს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე თავისი მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

5.თუ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ან 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმზე დასვამს იმავე საკითხს, რომელიც წარდგენილია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად, იგი სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი უფლებამოსილია სათანადო დასაბუთების საფუძველზე, ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ხელმოწერებით დადასტურებული წერილობითი ფორმით პარლამენტში დასვას საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი. 2. რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი დასმიდან არაუგვიანეს 20 დღისა. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ მიმართვას, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. 3. თუ პარლამენტმა ვერ გადაწყვიტა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი, იგი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ამ საკითხზე კენჭისყრა აღარ ტარდება. 4. პარლამენტი უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოითხოვოს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე თავისი მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. 5. თუ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ან 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმზე დასვამს იმავე საკითხს, რომელიც წარდგენილია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად, იგი სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
773736413152041528729178185187221
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა