Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 87

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 87. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

2.პარლამენტის დილის პლენარული სხდომის გახსნის წინ, აგრეთვე კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია.

3.პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ადასტურებს მანდატურთუხუცესი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისთვის.

4.თუ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შედეგები და მანდატურთუხუცესის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.

5.თუ, პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, სხდომათა დარბაზში არ არის პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი რეგისტრაციის ჩატარების ან სხდომის არგამართვის შესახებ.

6.პარლამენტის წევრი ვალდებულია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია. პარლამენტის წევრს პარლამენტის პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში ერთ რეგისტრაციას მაინც გაივლის. ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ რეგლამენტის 229-ე მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტების შესაბამისად.

7.პარლამენტის წევრს პარლამენტის პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მონაწილეობს პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში (ბოიკოტი). ფრაქციამ ან უფრაქციო პარლამენტის წევრმა წერილობით უნდა მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბოიკოტის შესახებ განცხადებით ან პლენარული სხდომის ოქმში დაფიქსირების მიზნით, სხდომის მსვლელობისას ზეპირად უნდა განაცხადოს ბოიკოტის თაობაზე. ბოიკოტის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის ის საკითხი, რომლის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზეც ცხადდება ბოიკოტი.

8.პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით ან სხვა შესაბამისი დოკუმენტით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით ან სხვა შესაბამისი დოკუმენტით). ამ მიზეზის თაობაზე ინფორმაცია სხდომამდე უნდა მიეწოდოს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარეს. ამ პუნქტის მიზნებისთვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.

9.პარლამენტის წევრს პარლამენტის პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება აგრეთვე, თუ მან სხდომა გააცდინა პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

წინა მუხლი 86შემდეგი მუხლი 88

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 229

მიუთითებენ მასზე

მუხლი 229

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 90ხმის მიცემა
  • 84პარლამენტის პლენარული სხდომა
  • 86პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 77პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
  • 81ხმის მიცემა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 62პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია . სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
  • 66ხმის მიცემა

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 12პარლამენტის სხდომებში მონაწილეობის უფლება
  • 4პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 38პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 44პარლამენტის სესია და სხდომა

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 5საპარლამენტო ფრაქცია უფლებამოსილია:

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
384412462667781522990848687
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საპარლამენტო ფრაქციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026