Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 204

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 204. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

2.იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს: ა) იმ ქმედების აღწერა, რომელიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია; ბ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი/მუხლები, რომლით/რომლებით გათვალისწინებული დანაშაულიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ჩაიდინა თანამდებობის პირმა; გ) მტკიცებულებანი, რომლებიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას.

3.თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრისთვის კონსტიტუციური წარდგინების შედგენის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის შესაბამისი წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში აღნიშნული კომიტეტი ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ადგენს სათანადო დასკვნას.

4.თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებმა საკითხის აღძვრიდან 7 დღის ვადაში დასკვნისთვის კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

5.დაუშვებელია პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვას იწყებს/აგრძელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ უახლოესი (მორიგი ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე.

6.თუ თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც აღიძრა, გადადგა ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. 2. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს: ა) იმ ქმედების აღწერა, რომელიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია; ბ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი/მუხლები, რომლით/რომლებით გათვალისწინებული დანაშაულიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ჩაიდინა თანამდებობის პირმა; გ) მტკიცებულებანი, რომლებიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. 3. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრისთვის კონსტიტუციური წარდგინების შედგენის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის შესაბამისი წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში აღნიშნული კომიტეტი ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ადგენს სათანადო დასკვნას. 4. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებმა საკითხის აღძვრიდან 7 დღის ვადაში დასკვნისთვის კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. 5. დაუშვებელია პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვას იწყებს/აგრძელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ უახლოესი (მორიგი ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე. 6. თუ თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც აღიძრა, გადადგა ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 203შემდეგი მუხლი 205

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 205მუხლი 221მუხლი 222

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 206იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება
  • 205იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა
  • 207თანამდებობის პირების გადადგომის ან მათი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 48იმპიჩმენტი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 42მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება
  • 36⁵საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

პროკურატურის შესახებ

  • 17გენერალური პროკურორის ვადამდე გათავისუფლების და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 162ზოგიერთი პირის თანამდებობიდან გადაყენება (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 41
  • 34

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 125საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 21უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4841341624236⁵1721205221222206207125204
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საერთო სასამართლოების …პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026