1.პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს:
ა) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის 3 მოადგილე აირჩევა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ 3 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენს/არ წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება თანამიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. შესაბამისი ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს წარადგენს სათანადო უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.
2.პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
3.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან ახალი კანდიდატი და იმართება ხელახალი კენჭისყრა.
4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს:ა) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით;ბ) პარლამენტის თავმჯდომარის 3 მოადგილე აირჩევა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით;გ) პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ 3 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენს/არ წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება თანამიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. შესაბამისი ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს წარადგენს სათანადო უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.2. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან ახალი კანდიდატი და იმართება ხელახალი კენჭისყრა.4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 25 ივნ. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …აფხაზეთის ავტონომიური …ადგილობრივი თვითმმართვ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა