აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 59. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის წევრთაგან, კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისია.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

3.თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

4.დროებით კომისიას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კომისიის არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, უფლება აქვს ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი კომისია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის წევრთაგან, კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით   ირჩევს კომისია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. 3. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც   არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 4. დროებით კომისიას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კომისიის არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, უფლება აქვს ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი კომისია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4925483318 (დ…5832632163747359
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…ენერგეტიკისა და წყალმო…ადგილობრივი თვითმმართვ…საჯარო სამსახურში კონკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა