საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 26. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 23-ე მუხლით დადგენილი წესით გადადგეს თანამდებობიდან.

2.ამ რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შემდეგ ეს განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან პარლამენტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება.

3.პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი, როგორც წესი, არაუგვიანეს 15 დღისა ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ. თავი V. პარლამენტის ბიურო

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 23-ე მუხლით დადგენილი წესით გადადგეს  თანამდებობიდან. 2. ამ რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შემდეგ ეს განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების  წარდგენის მომენტიდან პარლამენტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება. 3. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი, როგორც წესი, არაუგვიანეს 15 დღისა ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ. თავი V. პარლამენტის ბიურო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4017261471112433322325362426
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა