Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 81

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 81. საგანგებო სესია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო სესიაზე. თუ აღნიშნული პერიოდი ემთხვევა პარლამენტის მორიგ ან რიგგარეშე სესიას, პარლამენტი მუშაობას აგრძელებს საგანგებო სესიის რეჟიმში. საგანგებო სესია გრძელდება ზემოაღნიშნული მდგომარეობის გაუქმებამდე, პარლამენტის ბიუროს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით.

2.პარლამენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტების დამტკიცების, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავდაცვის ძალების გამოყენების, ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს განიხილავს დაუყოვნებლივ და კენჭს უყრის წინასწარი საკომიტეტო მოსმენისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გამართვის გარეშე.

3.საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, შემდეგი გამონაკლისების გათვალისწინებით: ა) ძირითად მომხსენებლად გამოდის საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი; ბ) თანამომხსენებლებად გამოდიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლები – 10-10 წუთით; გ) კამათი არ მიმდინარეობს; დ) დასკვნითი სიტყვით გამოდიან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი.

4.თანხმობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწერს ხელს და აქვეყნებს პარლამენტის დადგენილებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე ანდა ზავის  დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

5.თუ პარლამენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ანდა ზავის დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

წინა მუხლი 80შემდეგი მუხლი 82

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 71

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 80პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიები, რიგგარეშე სხდომა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 71საგანგებო და საომარი მდგომარეობა
  • 44პარლამენტის სესია და სხდომა
  • 72თავდაცვის ძალების გამოყენება

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 2—
  • 1—
  • 3—

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 69¹საგანგებო სესია

თავდაცვის კოდექსი

  • 159საომარი მდგომარეობის გამოცხადება
  • 160საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 17საგანგებო ბიუჯეტი

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 62—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7144722131769¹62159160718081
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საგანგებო მდგომარეობის…აჭარის ავტონომიური რეს…თავდაცვის კოდექსისაბიუჯეტო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026