1.პარლამენტის მორიგი სესია იგეგმება ორკვირიანი ციკლით. პირველი კვირა, გარდა ახალარჩეული პარლამენტის სხდომების პირველი კვირისა, ეთმობა პლენარულ სხდომებს, ხოლო მეორე კვირა − კომიტეტების მუშაობასა და ამომრჩევლებთან შეხვედრების გამართვას. პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ ფრაქციათა აპარატები.
2.პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 12 საათიდან 21 საათამდე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ აცხადებს შესვენებას. 21 საათის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება გაგრძელდეს მიმდინარე საკითხის დასრულებამდე ან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ ამას ღია კენჭისყრით (ხელის აწევით) მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა.
3.პარლამენტის მორიგი სესიის სამუშაო ციკლის მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში. პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო.
4.საჭიროების შემთხვევაში პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, ან პარლამენტის ბიურომ შეიძლება შეცვალოს პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობის განრიგი.
5.პარლამენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, ხოლო პარლამენტის არჩევნების შემთხვევაში − აგრეთვე ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით. სხვა შემთხვევაში პარლამენტის პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომისთვის ამ რეგლამენტის მე-80 მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ. თავი XII. პარლამენტის პლენარული სხდომა
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის მორიგი სესია იგეგმება ორკვირიანი ციკლით. პირველი კვირა, გარდა ახალარჩეული პარლამენტის სხდომების პირველი კვირისა, ეთმობა პლენარულ სხდომებს, ხოლო მეორე კვირა − კომიტეტების მუშაობასა და ამომრჩევლებთან შეხვედრების გამართვას. პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ ფრაქციათა აპარატები. 2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 12 საათიდან 21 საათამდე. 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. 21 საათის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით შეიძლება გაგრძელდეს მიმდინარე საკითხის დასრულებამდე ან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. [ 2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 12 საათიდან 21 საათამდე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ აცხადებს შესვენებას. 21 საათის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება გაგრძელდეს მიმდინარე საკითხის დასრულებამდე ან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ ამას ღია კენჭისყრით (ხელის აწევით) მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 3. პარლამენტის მორიგი სესიის სამუშაო ციკლის მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში. პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო. 4. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. [ 4. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, ან პარლამენტის ბიურომ შეიძლება შეცვალოს პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობის განრიგი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 5. პარლამენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, ხოლო პარლამენტის არჩევნების შემთხვევაში − აგრეთვე ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით. სხვა შემთხვევაში პარლამენტის პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომისთვის ამ რეგლამენტის მე-80 მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ. თავი XII. პარლამენტის პლენარული სხდომა
რედაქციების შედარება

ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.