Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 160

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 160. საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მისი გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას დეკრეტის თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით და ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

2.საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ დეკრეტს, რომელიც ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილ უფლებებს და აჩერებს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედებას, საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა ამ დეკრეტის გამოცემად ითვლება და ეს დეკრეტი ძალაში შედის აღნიშნული მომენტიდან. ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტის ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი მთელი დღის განმავლობაში გადაიცემა და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

3.საქართველოს პრეზიდენტის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესახებ გამოცემული დეკრეტის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

წინა მუხლი 159შემდეგი მუხლი 161

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
7
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13მუხლი 14მუხლი 15მუხლი 17მუხლი 18მუხლი 19მუხლი 26

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 159საომარი მდგომარეობის გამოცხადება
  • 161საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენება
  • 164საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაცია

საქართველოს კონსტიტუცია

  • 71საგანგებო და საომარი მდგომარეობა
  • 72თავდაცვის ძალების გამოყენება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 11საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები
  • 23ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 2—
  • 10—
  • 14—

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 81საგანგებო სესია

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 6—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71211231314151718192615916116481160
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…ნორმატიული აქტების შეს…საგანგებო მდგომარეობის…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026