Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 80

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 80. პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიები, რიგგარეშე სხდომა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.პარლამენტი იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე.

2.პარლამენტი მორიგ სესიაზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

3.სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

4.პარლამენტის სესია გახსნილად ცხადდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო დახურულად − პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

5.პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში, ხოლო რიგგარეშე სხდომაზე/სხდომებზე − მორიგი სესიის მიმდინარეობისას.

6.პარლამენტის მორიგი სესია ოფიციალურად მოწვევას არ საჭიროებს. პარლამენტის რიგგარეშე სესია და რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

7.საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის ან საქართველოს მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას − რიგგარეშე სხდომას.

8.პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.

9.პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საწინააღმდეგო შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პარლამენტი იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.

10.საქართველოს მთავრობა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს.

11.საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას მოიწვევს მისი მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, რაც პარლამენტის წევრებს პირადად უნდა ეცნობოთ.

12.პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისას მისი დღის წესრიგი განისაზღვრება ამ რეგლამენტის 85-ე მუხლით დადგენილი წესით. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

13.პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების მოთხოვნები.

14.პარლამენტის რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა. პარლამენტს შეუძლია მორიგი სესიის დღის წესრიგში შეიტანოს ის საკითხი/საკითხები, რომლის/რომელთა განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზე.

წინა მუხლი 79შემდეგი მუხლი 81

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 82მუხლი 85

მიუთითებენ მასზე

მუხლი 82

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 82პარლამენტის მორიგი სესიის ორკვირიანი ციკლი
  • 81საგანგებო სესია
  • 149ინტერპელაცია

საქართველოს კონსტიტუცია

  • 44პარლამენტის სესია და სხდომა
  • 38პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 58უმაღლესი საბჭოს მორიგი და რიგგარეშე სესიები
  • 59მორიგი სესიის მუშაობის განრიგი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 68უმაღლესი საბჭოს მორიგი და რიგგარეშე სესიები
  • 74მორიგი სესიის პლენარული სხდომა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 122საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 8უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 16უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16443858596874882858114912280
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026