1.თუ საბოლოო განაწილების დასრულების შემდეგ გაკოტრების მმართველის მიერ გაკოტრების მასაში შეჩერებული თანხები გამოთავისუფლდება იმავე მასის სასარგებლოდ ან გაკოტრების მასიდან გაცემული თანხა მასვე დაუბრუნდა, გაკოტრების მმართველი სასამართლოს მითითებით დამატებით გაანაწილებს მათ საბოლოო ცხრილის საფუძველზე. ასეთი თანხების მართვის და განაწილების შესახებ წარსადგენი ანგარიში უნდა შეამოწმოს სასამართლომ.
2.იგივე წესი მოქმედებს, თუ საბოლოო განაწილების ან საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება გაკოტრების მასას მიკუთვნებული ქონების ობიექტები. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

