რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 106. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და გაკოტრების რეჟიმის შეწყვეტა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

ნესტან ანანიძეგიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილი

1.გაკოტრების საქმის წარმოება ფაქტობრივად სრულდება გაკოტრების მმართველის მიერ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით ამონაგები თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

2.გაკოტრების რეჟიმი შეწყდება, თუ სასამართლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად გააუქმებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებას.

3.ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 დღისა, ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს და მას კრედიტორებსა და სასამართლოს წარუდგენს. აღნიშნული ანგარიში უნდა შეიცავდეს შესაბამისი გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში კანონით დადგენილი მიზნების მიღწევის დასაბუთებას.

4.გაკოტრების მმართველის ანგარიშის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონება მოქმედი საწარმოს სახით გაიყიდა და მისი შემძენი საწარმოს პარტნიორად დარეგისტრირდა. ამ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

5.თუ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემდეგ აღმოჩნდა ისეთი ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნოდა და რომლის შესახებ მანამდე ცნობილი არ იყო, სასამართლო ამის თაობაზე აცნობებს ყველა კრედიტორს, რომელთა მოთხოვნებიც გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში სრულად არ დაკმაყოფილებულა, ხოლო თუ ინფორმაციის ყველა კრედიტორისთვის მიწოდება შეუძლებელია ან მათი რაოდენობა 15-ს აღემატება, სასამართლო ამ ინფორმაციას ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც სრულად არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან/გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს ქონების აუქციონის გზით რეალიზაციის მოთხოვნით. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ქონების ამ კანონის 102-ე მუხლით დადგენილი წესით რეალიზაციას. ამ ქონების რეალიზაციით მიღებულ თანხას სასამართლო გაანაწილებს იმ კრედიტორებზე, რომლებმაც დადგენილ ვადაში წამოაყენეს საკუთარი მოთხოვნები, მათი რიგითობის შესაბამისად. თუ კრედიტორი დადგენილ ვადაში არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ან ქონება აუქციონზე არ გაიყიდება ან კრედიტორი უარს იტყვის ქონების ნატურით მიღებაზე, ეს ქონება მოვალის პარტნიორებზე მათი წილის პროპორციულად განაწილდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
134781833⁵33⁴2527² (დ…10299103100888290106
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საგადასახადო დავალიანე…საქართველოს საგადასახა…დაზღვევის შესახებმეწარმეთა შესახებსააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა