1.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში), აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამ კანონით დადგენილი წესით.
2.ამ კანონით დადგენილი წესი (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში) ვრცელდება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისთვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე.
3.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ამ კანონით დადგენილი წესით რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და ერთ შესასრულებელ ვალდებულებაზე მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.
4.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში), აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონით დადგენილი წესი (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში) ვრცელდება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისთვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე.
3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ამ კანონით დადგენილი წესით რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და ერთ შესასრულებელ ვალდებულებაზე მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.
4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №18 · ძალაშია 14 მარ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
27 დეკ. 2010 – 1 იან. 2011ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2010
მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მთავრობის გადაწყვეტილების საგანს დაემატა სასესხო დავალიანების პატიება.
მე-3 პუნქტიდან ამოღებულია „მოქმედებს 2009 წლის 1 იანვრამდე“ აღნიშვნა. პროპორციულად მზარდი დაფარვის წესის ნაცვლად ახალი ნორმა ადგენს რესტრუქტურიზაციის ვადას: 5 წელი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში — არა უმეტეს 15 წლისა.
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში რესტრუქტურიზაციის უფლება დაკავშირდა ამ კანონით დადგენილ წესთან და დაემატა 2009 წლის 1 იანვრამდე მოქმედების მითითება.