დაზღვევის შესახებ

მუხლი 33⁵. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ მზღვეველის აქტივების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დადგენილი წესით განაწილების შემდეგ.

2.გაკოტრების მმართველი ვალდებულია მზღვეველის ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის განაწილების თაობაზე შეადგინოს და სამსახურს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის დასრულების შესახებ საბოლოო ანგარიში, რომლის საფუძველზედაც სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3.მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრები და ქონება მოუკითხავ რესურსად ითვლება და გადადის სამსახურის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

4.მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისთანავე ხდება მზღვეველის ამოღება სათანადო რეესტრიდან. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 14 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მაი. 1997 – 1 მარ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013

    მე-2 პუნქტში საბოლოო ანგარიშის მიმღები და გაკოტრების საქმის დასრულების აქტის გამცემი ეროვნული ბანკის ნაცვლად სამსახურია. მე-3 პუნქტში მოუკითხავი რესურსი სამსახურის მფლობელობაში გადადის, „ითვლება“ კი წინადადებაში სხვა ადგილას გადავიდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
222982233⁴33³33⁷7² (დ…23106100103869033⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…გადასახადების ადმინისტ…მეწარმეთა შესახებფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა