გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 31. კერძო საჩივარი

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ამ კანონით დასაშვებია გაკოტრების სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება, მაშინ მის მიმართ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლების შესაბამისად. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია ვალაუვალ მოვალეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს დადგენილება ან რომელსაც უშუალოდ ეხება იგი.

2.თუ დადგენილება გამოქვეყნებულია, მაშინ კერძო საჩივრის შეტანის ვადა აითვლება გამოქვეყნების დღიდან.

3.სააპელაციო სასამართლოს დადგენილება აგრეთვე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, თუ არსებობს საკასაციო საჩივრის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო წარმოებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414–420-ე მუხლები.

4.სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დაადგინოს თავისი დადგენილების ძალაში შესვლა მისი მიღებისთანავე.

5.კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს შემდგომ საპროცესო მოქმედებებს. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁷123427141441541629229330298231
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსი