Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 34

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:აპელაციის სტრატეგიააპელაციის ადვოკატურასაგადასახადო დავებისტრატეგიული სასამართლო დავასამთავრობო ქმედებებიზონირება და მიწის გამოყენება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³233¹45

1.სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.

1¹.სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს შემდეგი საქმეები: ა) სააპელაციო საჩივრები, რომლებიც შეტანილია შემდეგ საქმეებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე: ა. ა ) ამ კოდექსის მე -6 მუხლით გათვალისწინებული დავები; ა.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული დავა; ა.გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებული დავა; ა.დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებული დავა; ა.ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა; ა.ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა; ა.ზ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა; ა.თ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა; ა.ი) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავა; ბ) კერძო საჩივრები; გ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII 1 და VII 3 − VII 14 თავებით გათვალისწინებულ დავებზე; გ 1 ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII 34 და VII 35 თავებით გათვალისწინებულ დავებზე; დ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII 18 −VII 21 თავებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებებით განსაზღვრულ დავებზე. ე) (ამოღებულია - 25.06.2026, №1805) ; ვ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII​ 30 −VII​ 33 თავებით გათვალისწინებულ დავებზე.

1².სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ: ა) სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მასში მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება; ბ) აშკარაა, რომ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით (გარდა აღნიშნული მუხლის „ე“ და „ე 1 “ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები; გ) მოპასუხემ ცნო სარჩელი.

1³.საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ.

2.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

3.საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

3¹.ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

4.ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადაა 6 თვე.

5.თუ საკასაციო სასამართლო საკონსულტაციო დასკვნისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე ამ მუხლის 3 1 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების დინება ჩერდება. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2262 - სსმI, №41, 08.12.2009წ., მუხ.306 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28  დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3667 - ვებგვერდი, 05.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის კანონი №258 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2036 - ვებგვერდი, 29.03.2018წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №931 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №112 · ძალაშია 15 ოქტ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  3. 8 ივლ. 2025
  4. 11 მარ. 2025
  5. 21 სექ. 2020
  6. 29 მარ. 2018

    34-ე მუხლის 1¹ ნაწილში ახლებურად ჩამოყალიბდა ერთპიროვნულად განსახილველ საქმეთა ნუსხა, ხოლო ახალი 1² და 1³ ნაწილებით დაწესდა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძვლები და მხარეთა წინასწარი შეტყობინების წესი.

  7. 13 თებ. 2017
  8. 13 მაი. 2016

    34-ე მუხლის საჩივრის დასაშვებობის ჩამონათვალს დაემატა ახალი „ი¹“ ქვეპუნქტი კომიტეტის გადაწყვეტილებით კომპენსაციის დავებზე.

  9. 5 ივნ. 2015

    34-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვით საკასაციო სასამართლოს მიერ ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნისას 3¹ და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების დინება დასკვნის მიღებამდე ჩერდება.

  10. 12 იან. 2012

    ძალაში შევიდა ადრე კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებული, მომავალში ამოქმედებადი ტექსტი — ნორმატიული ტექსტი უცვლელია.

  11. 18 მაი. 2011

    34-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩამონათვალს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავაზე.

  12. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2010
  13. 8 დეკ. 2009

    34-ე მუხლში დაემატა 1¹ ნაწილი, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს აძლევს სააპელაციო საჩივრის ერთპიროვნულად განხილვის შესაძლებლობას ა)–თ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმეებზე.

  14. 17 იან. 2008· გამოქვეყნდა 3 იან. 2008

    მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ახლა ვარაუდს ითხოვს, დაემატა დასაშვებობის შემოწმების 3-თვიანი ზღვარი, ხოლო მე-4 პუნქტში ვადა უკავშირდება გადაწყვეტილების გამოტანას.

  15. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2005

    34-ე მუხლი პუნქტებად დაიყო; დაემატა სააპელაციო გადაწყვეტილების საკასაციო გასაჩივრების უფლება, საკასაციო საჩივრის დაშვების სამი საფუძველი და ექვსთვიანი ვადა ადმინისტრაციულ საქმეებზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 33¹შემდეგი მუხლი 34¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების გადასახადის საჩივრები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადმინისტრაციული საჩივრები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აპელაციის დასაბუთებულობის შეფასება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სააპელაციო საჩივრის შედგენა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 15 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 28 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16მუხლი 6საქართველოს სამოქა… 365საქართველოს სამოქა… 391საქართველოს სამოქა… 394

მიუთითებენ მასზე

მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 35
  • 21¹⁰⁶რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 281²საჩივრის დასაშვებობა
  • 281³საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
  • 271ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების უფლება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 391საკასაციო საჩივრის შეტანა
  • 443სააპელაციო საჩივრის განხილვა ერთპიროვნულად
  • 367სააპელაციო საჩივრის შეტანა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 292ზოგადი დებულებანი # # # # # # #
  • 297სააპელაციო სხდომა
  • 295სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა

პენიტენციური კოდექსი

  • 82პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3516621¹⁰⁶281²281³2713913653944433672922978234
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026