საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹⁰⁷. კერძო საჩივრის შეტანისა და განხილვის ვადები

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილ იმ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის ვადა, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრებასაც ითვალისწინებს კანონი, შეადგენს 5 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დასაბუთებული განჩინების მხარისთვის ჩაბარებიდან. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

2.სააპელაციო სასამართლო ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ კერძო საჩივარს  განიხილავს მისი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

3.ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ შეიტანება. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილ იმ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის ვადა, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრებასაც ითვალისწინებს კანონი, შეადგენს 5 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დასაბუთებული განჩინების მხარისთვის ჩაბარებიდან. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 2. სააპელაციო სასამართლო ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ კერძო საჩივარს  განიხილავს მისი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 3. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ შეიტანება. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №96 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 19 დეკ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁶21¹⁰⁴21¹⁰⁵273416363²⁴36929337¹³910610921¹⁰⁷
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა