გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 32. სასამართლო ხარჯები

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად შედგება სახელმწიფო ბაჟისა და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან.

2.სახელმწიფო ბაჟი გამოიანგარიშება გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების მომენტისათვის არსებული გაკოტრების მასის ღირებულებიდან, გირავნობისა და უზრუნველყოფის უფლებების ღირებულების გამოკლებით. სახელმწიფო ბაჟი შეადგენს გაკოტრების მასის 2%-ს. სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობაა 30 ლარი. თუ კერძო საჩივარი შეაქვს კრედიტორს, რომლის მოთხოვნა გაკოტრების მასის ღირებულებაზე ნაკლებია, მაშინ სახელმწიფო ბაჟი გამოიანგარიშება მისი მოთხოვნის მოცულობიდან.

3.ბაჟი სრული ოდენობით გადაიხდება: ა) ზოგადად გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საქმის წარმოების წარმართვისათვის; ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან გახსნაზე უარისას; გ) კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ ყოველ კრებამდე განხორციელებული საქმიანობისათვის; დ) საქმის წარმოების დამთავრებისათვის საგაკოტრებო მორიგებით ან საქმის წარმოების დამთავრებით საბოლოო განაწილების შემდეგ; ე) საჩივრის განხილვის ყოველი წარმოებისათვის.

4.ბაჟი ნახევარი ოდენობით გადაიხდება: ა) მე-10 მუხლის შესაბამისად სასამართლოს გარეშე სანაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; ბ) ფიზიკური პირის გაკოტრების საქმის წარმოებისათვის.

5.ხარჯები წარმოადგენს მხოლოდ გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს ხარჯებს. იგი, როგორც წესი, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. ამ ხარჯებს არ მიეკუთვნება მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში დასახელებული ხარჯები. „წარმოების ხარჯების საკითხი მოწესრიგებული უნდა იყოს განჩინებით. თუ განჩინება მიიღება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მაშინ ხარჯები დაეკისრება განმცხადებელს, ხოლო თუ განჩინება მიიღება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოვალეს. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
204939553750919046511832
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ბაჟის შესახ…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სისხლის სა…