საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 23. დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დროებითი დაცვა არ მიენიჭება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს).

2.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დროებითი დაცვა არ მიენიჭება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის.

3.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი დროებითი დაცვის მინიჭებას არ საჭიროებს და, შესაბამისად, მას არ მიენიჭება დროებითი დაცვა, თუ: ა) მას საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა; ბ) იგი ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა და აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანის დაცვით; გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა; დ) იგი ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია იმ უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁴102596066¹6412¹ (…41¹22202423
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეებ…უცხოეთში მცხოვრები თან…პენიტენციური კოდექსისისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა