საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 22. დროებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები და წესი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიამორის გიგაურიმია ზოიძე

1.დროებითი დაცვა ენიჭებათ მასობრივად შემოსულ უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს).

2.უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი დაცვის მინიჭების მიზნით საქართველოს მთავრობა იღებს სამართლებრივ აქტს.

3.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დროებითი დაცვა 1 წლის ვადით ენიჭება. დროებითი დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

4.მასობრივად შემოსულ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირი მათ გადასცემს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მათთვის დროებითი დაცვის მინიჭებას და საქართველოს ტერიტორიაზე მათ კანონიერ ყოფნას.

5.ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 15 დღის ვადაში წარადგინოს ინდივიდუალური საერთაშორისო დაცვაზე განცხადება.

6.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

7.უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მათ შორის, სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

8.დროებითი დაცვის მინიჭების პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №617აპ-252025-12-2646
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები

    უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე დაცვის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგან დასაშვებობის საფუძვლები დადგენილად არ მიიჩნია. პატიმრობისა და მისი გაგრძელებების უკანონოდ ცნობის მოთხოვნა სასამართლომ განუხილველად დატოვა, რადგან მათი გადასინჯვა საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას სცდებოდა. ძალაში დარჩა სააპელაციო განაჩენით უცვლელად დატოვებული საბოლოო სასჯელი: თორმეტი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია გადრანი

თათია გადრანი

იურისტი, სამართლის მაგისტრი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ხათუნა მაღლაკელიძე

ხათუნა მაღლაკელიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁴9606666¹41¹192338152436277122
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა